ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების და განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით,როგორიცაა მიზნების შემუშავება სასწავლო პროექტისათვის,შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროების დასადგენად.
დღევანდელი მოდული საინტერესო იყო. დავგეგმეთ და შევქმენით მოსწავლის პრეზენტაცია. ვიზრუნეთ დიზაინზე, მოვიძიეთ სურათები და შევქმენით და დავასათაურეთ სლაიდები. ვისწავლე თუ როგორ უნდა განვათავსო ტექსტი სლაიდზე და როგორ შევინახო პრეზენტაცია პორთფოლიოს საქაღალდეში.
მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით: ვისწავლეთ, თუ როგორ გამოვიყენო თანამედროვე ტექნოლოგიები ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშესაწყობად, მოსწავლეების სწავლების შესაფასებლად. თუ როგორ გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვიტარებისთვის პროექტზე მუშაობისას. ასევე შევიმუშავეთ გეგმა პროექტის შესაფასებლად.
Комментарии
Отправить комментарий